მოსამართლემ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

როგორც რურუამ განაცხადა,  ბრალდება მის მიმართ, რომ აღმოჩენილი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში იყო, უსაფუძვლოა.

“ბატონო მოსამართლე, თუ არ შევცდი, ბრალდების მხარემ, როდესაც მძიმე კატეგორიის დანაშაულზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც თქვა თურმე საბრძოლო მდგომარეობაში იყო იარაღი, მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც ჩემი ანაბეჭდი არ ჰქონია, არც ჩემს შარვალში მეტალიზაციის კვალი არ იყო. მაშინ როდესაც მძიმე დანაშაულის კატეგორია განხორციელდა ჯგუფურად კრიმინალური პოლიციის მხრიდან ჩემ მიმართ, ჩემდა სამწუხაროდ, ეს ორი ახალგაზრდა ბრალდებული წამოიყვანეს ზურგით,” – განაცხადა რურუამ.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button