გიორგი რურუას გათავისუფლებამდე, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს – სალომე სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით,სანამ გიორგი რურუა არ გათავისუფლდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა.

“საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი ციხეში რჩება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა.
ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა, სანამ პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებები დასასრულისკენ მიდის და მე იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობების ფანჯარას გამოიყენებს უახლოეს მომავალში. ჩვენ თავიდან ავირიდებთ უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელშიც ქვეყანა შეიძლება შევიდეს,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button