
ოჯახური ძალადობა დუშეთში – სამართალდამცველებმა დაზე ძალადობისთვის 51 წლის მამაკაცი დააკავეს
ოჯახური ძალადობა დუშეთში – 51 წლის მამაკაცი პოლიციამ საკუთარ დაზე ძალადობის გამო დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა, საკუთარ დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.