Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, როგორ დაცურავს წავების ოჯახი მტკვარში (ვიდეო)

სოციალური ქსელის მომხმარებელმა, გიორგი ხომერიკმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ცურავენ მტკვარში წავები.

ვიდეო ბორჯომშია გადაღებული.

წავი მტაცებელი ძუძუმწოვარია. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. საცხოვრებლად არჩევს ტყის მდინარეების სანაპიროებს, უფრო ნაკლებად – ტბებს. კარგად ცურავს და ყვინთავს. იკვებება თევზებით, ბაყაყებით, წყლის მემინდვრიებით, კიბოსნაირებით, ჭიებით, ფრინველებით, მათი მართვეებით.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button