საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა

ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან თერჯოლის ცხელების ცენტრში გადაყვანილ პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.

ექიმების შეტყობინების საფუძველზე, სამედიცინო დაწესებულებაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაბამისი შემოწმების შემდეგ პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დაიწყო.

კლინიკის დირექტორის, ლადო კეპულაძის ინფორმაციით, პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. ლაბორატორიიდან მიღებული უარყოფითი პასუხის შემდეგ, ის ბოქსირებული პალატიდან მედიკოსებმა ინტენსიურ პალატაში გადაიყვანეს, სადაც კლინიკის უსაფრთხოების სამსახურმა მას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოუჩინა. ამის შემდეგ კი შეტყობინება მიეცა შესაბამის სტრუქტურას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button