17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია კი ოჯახის სიწმინდის დღეს

დღეს, 17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თბილისსა და ბათუმში, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქტივისტები აივნებზე ცისარტყელას დროშას გადმოფენენ.

22 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ აქცია-მანიფესტაცია იკრძალება, ამიტომ დღეს გაიმართება ონლაინ დემონსტრაცია სოციალური ქსელში.

“გვაქვს დროშების გადმოკიდების აქცია თბილისსა და ბათუმში, არაერთ ადგილას ადამიანები დროშებს გადმოფენენ. ვსაუბრობ ცისარტყელას დროშაზე, რომელიც ქვიარ სიმბოლოკის შემადგენელი ნაწილია.

პირველად 17 მაისის ისტორიაში, გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ პოლიტიკოსების, როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსების პოზიცია,” – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა.

დღესვე, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი ქვეყანაში პატრიარქმა დააწესა. დღეს სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ, სასულიერო პირები ხატებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button