შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა დააკავა.

თორნიკე ფარცხალაძე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

newsplus.ge ინფორმაციით, ფარცხალაძის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა ერთი აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button