სოფელი გეტა, სადაც გუშინ “კოვიდ-19”-ის 8 შემთხვევა გამოვლინდა, მკაცრ კარანტინშია

დღეს დილიდან სოფელი გეტა განსაკუთრებულად მკაცრ კარანტინშია. მიზეზი “კოვიდ-19”-ია, რომელიც გუშინ 8 ადგილობრივს, ე.წ გაფართოებული ტესტირების შედეგად დაუდგინდა.
დაფიქსირებული 17 ახალი შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არის. აქედან 8 გეტადან, 9 კი სოფელ მუშევანში აღმოჩნდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულების პირველწყარო დადგენილია, ხოლო მათი კონტაქტები – მოძიებული. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის თქმით, ყველა პირი, რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდგინა თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მათ ინფექციის არანაირი სიმპტომი არ აღენიშნებათ.

ბოლნისის მუნიციპალიატეტში მედიკოსები მომდევნო კვირაში მოსახლეობის შემთხვევითობის პრინციპით ვირუსზე შემოწმებას გეგმავენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button