კორონავირუსით მე-12 პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსის დიაგნოზით დღეს 81 წლის პაციენტი გარდაიცვალა.  მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე დილით განახლდა. ეს ვირუსით გარდაცვალების მე-12 შემთხვევაა საქართველოში.

https://stopcov.ge/ – ის მონაცემებით, “კოვიდ-19”-ის დადასტურებული შემთხვევები 652-მდეა გაზრდილი, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 383 პაციენტი.

ამ დროსათვის, კარანტინის რეჟიმში 4233 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ-373.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button