ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება – ეკა ბესელია

ოპოზიცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში იკრიბება, სადაც საერთო სამოქმედო გეგმაზე იმსჯელებენ. 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი თუ არ შესრულდა, ოპოზიცია დათმობაზე წასვლას არ აპირებს.

“ეს შეხვედრა განაპირობა ბოლო დღეებში შექმნილმა, სრულიად მოულოდნელმა ქარიშხალმა, რომელიც ატეხა ხელისუფლებამ. მაშინ, როცა ჩვენ ყველანი ველოდებით, რომ დაიწყება კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა, პარლამენტი შეუდგება ამ განხილვას დაჩქარებულ ვადებში, უცებ დაიწყო მიზეზების ძებნა , როგორ არ უნდა  მიიღონ ეს დაპირებული  მნიშვნელოვანი  ცვლილება.

ჩვენ დღეს შევჯერდებით ერთიან განცხადებაზე, სადაც პრინციპული იქნება, რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით პირობა იყოს შესრულებული, მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, ვფიქრობ რომ ხმა უნდა მივცე იმ ცვლილებებს, რომლები ჩვენივე მოთხოვნით არის ინიცირებული,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button