ორთვიანი პაუზის შემდეგ ოპოზიცია კონსულტაციების განახლებას იწყებს

ორი თვის შემდეგ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ოპოზიცია კონსულტაციებს განაგრძობს. შეხვედრა “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში დღეს გაიმართება.

ხელისუფლების ოპონენტები საკუთარი პოზიციის შეცვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ვალდებულია 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ორივე ნაწილი შეასრულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი რეაგირებაც ადეკვატური იქნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელმაც ქვეყანაში საარჩევნო სისტემა უნდა შეცვალოს, 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.  მმართველი პარტია, სურვილის შემთხვევაში, მის მიღებას ძირითადი ოპოზიციური პარტიების გარეშეც შეძლებს. მიუხედავად ამისა ხელისფულება ცვლილებების ჩავარდნის საფრთხეზე საუბრობს – მხარეები პასუხიმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button