საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ – კახა კალაძე

კახა კალაძის თქმით, ტრანსპორტთან დაკავშირებით ბევრი ზარი შედის ცხელ ხაზზე. და როგორც კი სპეციალისტები გასცემენ რეკომენდაციას, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას დაიწყებს. ქალაქის მერის აცხადებს, რო  სრულ მზადყოფნაში არიან.

„ცხელ ხაზზე ძალიან ბევრი ზარი შემოდის ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ჩვენ ველოდებით დარგის სპეციალისტებს. როგორც კი გვეტყვიან, რომ დღეიდან უნდა ამოქმედდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ და მაშინვე დაიწყებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button