” ყველა ნეგატიურ შედეგზე, რასაც ხელისუფლების უადგილო განცხადება მოიტანს, პასუხს აგებს ხელისუფლება”- გრიგოლ ვაშაძე

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის თქმით, თუ უმრავლესობა 2020 წლის 8 მარტის შეთნხმებას არ შეასრულებს,​ ოპოზიცია პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს.

“მინდა, გამოვეხმაურო უადგილო და უტაქტო განცხადებას, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა და რომელიც 2020 წლის რვა მარტის შეთანხმების შედეგების რევიზიას ეხება. სრულიად გაუგებარია, პოლიტიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით ეს განცხადება, რას ემსახურებოდა. ამის შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენს მედიატორებს მოუწიათ ჩარევა ოპოზიციის და ხელისუფლების დისკუსიაში და ახსნა თუ რა არის მედიატორის როლი და რაოდენ მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება.

სამწუხაროდ, აშშ სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმისთვის ხაზის გასმა, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულებები და ყურადღებას აქცევენ როგორ შესრულდება. ყველა ნეგატიურ შედეგზე, რასაც ხელისუფლების უადგილო განცხადება მოიტანს, პასუხს აგებს ხელისუფლება.

არ დავუჭერთ მხარს ცვლილებებს და არ გვიტოვებს ხელისუფლება სხვა გამოსავალს, რომ ისევ მივმართოთ კონსტიტუციურად გათვალისწინებულ უკიდურესი პროტესტის ფორმას. აქციებსაც, რისი არავითარი სურვილი არ გვაქვს. არ გვაქვს სურვილი რადიკალიზაციის და დაპირისპირების, რადგან იმ კრიზისის გამკლავებას, რაც გველოდება, შევძლებთ ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯებით.” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button