ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი რჩება

კლინიკიდან გუშინ კიდევ სამი გამოჯანმრთელებული გაეწერა.

საერთო ჯამში, დღემდე თბილისის ინფექციური საავადმყოფო 90-მა განკურნებულმა პაციენტმა დატოვა.

რაც შეეხება არსებული პაციენტების მდგომარეობას, სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა, დასტაბილურებულია.

ამასთან, სტაბილურია სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტის მდგომარეობაც.

„ერთი კრიტიკული პაციენტი გვყავს, რომლის სტაბილიზირება მიღებულია, დინამიურად, სულ რამდენიმე დღის შეფასება გვჭირდება მისი კლინიკური მდგომარეობის და ასევე ლაბორატორიული მონაცემების. შეჯერების შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, სტაბილიზირების შედეგად დაიწყება თუ არა გამოჯანმრთელება და პროგნოზირება როგორია. ამ ეტაპზე პროგნოზირება ძალიან რთულია.

გარდა ამ ერთი კრიტიკული პაციენტისა, სამი  მძიმე პნევმონია გვაქვს. მათი მდგომარეობა სტაბილურია, დაავადება არ პროგრესირებს. იმედია, რამდენიმე დღეში ისინი, როგორც მძიმე პაციენტები, ჩვენგან მოხსენიებული აღარ იქნებიან“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button