“მთელი საავადმყოფო ციხეში უნდა წახვიდეთ, თქვენ ნახეთ რა დღეში ჩაგაგდებთ”- დედა ჩვილის დაბრუნებას ითხოვს

ქალი, რომელმაც რეფერალურ  საავადმყოფოში იმშობიარა, აცხადებს, რომ ბავშვი ნაადრევად გაჩნდა, ამიტომ რამდენიმე თვე სამშობიაროში უნდა დარჩენილიყო. მოგვიანებით კი, ახალშობილი სოციალურმა სამსახურმა შესაბამის დაწესებულებაში ოჯახის ნებართვის გარეშე გადაიყვანა.

ბავშვის ოჯახი ასევე ვარაუდობს, რომ მიზეზი, რის გამოც შესაძლოა სოციალურმა სამსახურმა ახალშობილი უნებართვოდ წაიყვანა, მათი სოციალური მდგომარეობა იყოს.

“ჩვენ ხელი არაფერზე მოგვიწერია. უკანა კარებიდან გაყავთ ბავშვი, იტაცებენ და მიჰყავთ თავშესაფარში,” – განაცხადა ბავშვის მამამ ალექსანდრე აბოვიანმა.

“დღენაკლული დაიბადა ამ საავადმყოფოში და მეუბნებოდნენ, რომ ბავშვი იკვებება ზონდით. რამდენჯერაც ექიმს, თამრიკო ხაჩიძეს ვურეკავდი, მეუბნებოდა, რომ ბავშვი ზონდით იკვებება. დრო რომ მოვიდა გაყვანის, მაშინაც მითხრა, რომ ზონდით იკვებება. 8-ში მირეკავს წიკლაური თამუნა, სოცაგენტი და მეუბნება, ბავშვი მას მიჰყავდა. არაფრის უფლება არ გაქვსო. არანაირი ხელმოწერა მე მაგისთვის არ მიმიცია, არც მითქვამს, რომ ჩემს შვილს ვტოვებედი. ჩემს შვილს ვითხოვ, ჩემი შვილი მომიყვანონ. მთელი საავადმყოფო ციხეში უნდა წახვიდეთ, თქვენ ნახეთ რა დღეში ჩაგაგდებთ,” – აცხადებს მარიამ გეთიაშვილი.

ფაქტის შესახებ საავადმყოფოში ჯერჯერობით კომენტარი არ გაკეთებულა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button