
კორონავირუსით დღეს 81 წლის პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა, ის ე.წ ქობულეთის ჯგუფს განეკუთვნებოდა და ბათუმში მკურნალობდა.
გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცია, ის ბათუმის “მედალფას” კლინიკაში დაახლოებით ერთი თვის წინ მოათავსეს, ბოლო 4 დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, პაციენტს სხვა თანმხლები დაავადებებიც ჰქონდა გადატანილი ჰქონდა ინსულტი და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც, ასევე “კოვიდ-19”-ით იყო ინფიცირებული, ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
https://stopcov.ge/ – ის მონაცემებით, ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 638 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება , მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 317პაციენტი.
საკარანტინე სივრცეში 4769 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში – 414.