ირაკლი კობახიძე: ვიდეოკადრები ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი იყო უშუალოდ თანამონაწილე და არა მარტო თანამონაწილე, არამედ ეს იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უმძიმესი დანაშაულის

ერთია რას ვამბობთ ჩვენ, მეორეა რას ამბობს ოპოზიცია, მესამეა რას ამბობს ვიდეოკადრები, ვიდეოკადრები ამტკიცებს, რომ ოქრუაშვილი იყო უშუალოდ თანამონაწილე და არა მარტო თანამონაწილე, არამედ ეს იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი უმძიმესი დანაშაულის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შეხვდნენ ელჩებს და საქმის დეტალები გააცნეს.

„რაც შეეხება ოქრუაშვილს, ვიდეო მტკიცებულებები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ძალადობდა პოლიციელების წინააღმდეგ და ის იჭრებოდა პარლამენტის შენობაში. ეს არის გამყარებული ვიდეომტკიცებულებებით. ეს რაც შეეხება ფაქტობრივ გარემოებებს. რაც შეეხება განაჩენის დროს, დროზეც იყო სუბარი, დროს რაც შეეხება იწურებოდა ცხრათვიანი ვადა და ცხრათვიანი ვადის გადაცილება მოსამართლისთვის შეიძლება გახდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საგანიც, კი. აქედან გამომდინარე, ვერც დროსთან დაკავშირებით და ვერც სხვა გარემოებებთან დაკავშირებით ვერავითარი კითხვის ნიშნები ვერ იარსებებს, ოქრუაშვილი იყო თანამონაწილე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button