“ხელისუფლების ისტერიკას და დემარშს განვიხილავდი მოღალატეობრივ ნაბიჯად”- ხატია დეკანიოძე

მმართველი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ოპოზიციაში ანტისახელმწიფოებრივად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული არგუმენტები ძალიან სუსტია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება უკრაინისა და სააკაშვილის ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით არის მოღალატეობრივი ნაბიჯი.

“ეს არგუმენტი არ არის არგუმენტი ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოში მართლმსაჯულება და ოლიგარქიულ ვერტიკალს დამოკიდებული მთელი ეს სისტემა არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც. ხელისუფლების ისტერიკას და დემარშს განვიხილავდი მოღალატეობრივ ნაბიჯად,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართ​ველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button