უხვი ნალექის შედეგად ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დაიტბორა

უხვი ნალექის შედეგად ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი დაიტბორა. ინფორმაციას ადასტურებს ლაგოდეხის მერი.

ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოცერებელი სახლის პირველი სართულები. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ისინი წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ადგილზე ახორციელებენ.

ზარალის რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. სპეციალური კომისია მუშაობას ცოტა ხანში დაიწყებს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button