“ჩვენს ხელისუფლებას თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ, ვერ ხვდება რას ითხოვენ მისგან”- აკაკი ბობოხიძე

ევროპარლამენტის წევრმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ღია წერილით მიმართა და მოუწოდა, ხელისუფლებამ შეასრულოს ოპოზიციასთან 8 მარტს მიღწეული შეთანხმება.

კუბილიუსის წერილს პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო – რეგიონების” წევრი, აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა.

“არცერთი ჩვენი პარტნიორის განცხადებაში, სიტყვა პოლიტპატიმარი არ არის ნახსენები. არა იმიტომ, რომ ისინი ამას ასე არ თვლიან, უბრალოდ ამ სიტყვას დიპლომატიური ეტიკეტის გამო არ იყენებენ. ისინი ამ უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებენ საქართველოს ხელისუფლებას. ორიენტირებულები არიან შედეგებზე და ითხოვენ კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებას. სამწუხაროდ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც თუ პირდაპირ თავში არ დაარტყამ, ისე ვერ ან არ ხვდება თუ რას ითხოვენ მისგან,”- აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button