ლევან რატიანი – მარაგი ალბათ არ დაგვჭირდება, ვინაიდან გვაქვს ინფიცირების მკვეთრად შემცირების ტენდენცია

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა სამკურნალო საშუალებების და აღჭურვილობის მარაგებთან დაკავშირებით დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის კლინიკაში არანაირი დეფიციტი არაა და დადებითი ტენდენციის გათვალისწინებით,შესაძლოა ის მარაგიც არ დასჭირდეთ რაც კლინიკაში აქვთ:

“ჩემს კლინიკაში არანაირი დეფიციტი, არც სამკურნალო საშუალებების არც პირადი აღჭურვილობის არ არის. მინდა გითხრათ ისიც, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა, დაახლოებით გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც ალბათ არ დაგვჭირდება, ვინაიდან გვაქვს ტენდენცია ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრად შემცირების, აქედან გამომდინარე ალბათ ძალიან კარგად იქნება ყველაფერი ცოტა ხანში, ჩემი განწყობა ისეთია, რომ ძალიან მალე დასრულდება ეს აურზაური რომელიც ჩვენ ქვეყანაში და სამყაროშია, ამ ვირუსთან ერთად მოგვიწევს გაგრძელება თანაცხოვრების, რაც კაცობრიობა გაჩნდა ჩვენს გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები, მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა, ახლაც ვიცხოვრებთ ერთი მდგომარეობით, რომ ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება სავარაუდოდ არ გამომჟღვანდება,”  – განაცხადა ლევან რატიანმა.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button