
აშშ-ის პრეზიდენტმა, ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას უკრძალავდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვეტო დაადო კონგრესის რეზოლუციას, რომელიც მას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას უკრძალავდა.
„დღეს ვეტო დავადე რეზოლუციას, რომელიც მე მომიწოდებდა შემეწყვიტა აშშ-ის შეიარაღებული ძალების გამოყენება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებში. ეს ძალიან შეურაცხმყოფელი რეზოლუცია იყო, რომელიც „დემოკრატებმა“ შეიტანეს“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
მიმდინარე წლის მარტში კონგრესმენების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას. მანამდე კი თებერვალში მას მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა, სადაც უმრავლესობა „რესპუბლიკელებს“ აქვთ