გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი კიდევ ერთი მუხლით დაუმძიმდა

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. მერაბ კობიაშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასაც ედავება.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში 16 თებერვლის ღამეს, ორ მხარეს შორის დაპირისპირება სამ სხვადასხვა ადგილზე მოხდა. საბოლოოდ კაზინოსთან რამდენიმე გასროლით თაზო გორთამაშვილი გარდაიცვალა, კიდევ ერთი პირი კი მძიმედ დაიჭრა.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულის ადვოკატი  ბრალის მოხსნის მოლოდინში იყო, პროკურატურამ  კობიაშვილის საქმეს 126-ე მუხლიც დაამატა. თავად ადვოკატი კი, გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს.

“ედავებიან, რომ ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, მან ასევე თითქოს ადამიანს სცემა. იმის ნაცვლად, რომ პასუხისგებაში მიეცათ ეს მოძალადე ადამიანები, რომლებმაც მერაბ კობიაშვილი სცემეს – პირიქით, მერაბ კობიაშვილს წაუყენეს ბრალი, რომელიც ხელსაც კი არ უბრუნებდა,”- განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button