უჰანში უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა

ქალაქ უჰანში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა, საშუალო და პროფესიული სკოლის უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა. 57 000 მოსწავლე, მკაცრი 76 დღიანი კარანტინის შემდეგ, დღეს  სასწავლო პროცესს დაუბრუნდა.

გაკვეთილის ჩატარებამდე, მასწავლებლებმა და სტუდენტებმა ჩაატარეს ეპიდემიის პროფილაქტიკური და საკონტროლო გადაუდებელი სწავლება. როდის დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს უმცროსკლასელები, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არ არის.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button