3,706,350 ინფიცირებული, 1,234,441 გამოჯანმრთელებული და 256,605 გარდაცვლილი – “კოვიდ-19” და მსოფლიო

კორონავირუსი კვლავ მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრშია. ბოლო მონაცემებით ახალი ვირუსი, მთელს მსოფლიოში 3 მილიონ 700 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. რომელთაგან 1 230 000-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

https://www.worldometers.info/coronavirus/ -ის მონაცემებით, “კოვიდ-19”-ს პანდემიის დაწყებიდან დღემდე 256,605 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

გარდაცვალების მაჩვენებლის მიხედვით მსოფლიო ხუთეულში შემდეგი ქვეყნები არიან;

ამერიკა,სადაც მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა – 71 ათასზე მეტი. აქედან 1,445 სასიკვდილო შედეგი, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადგა.

ესპანეთი, სადაც 250 ათასზე მეტი ინფიცირებულიდან გარდაიცვალა 25 ათასზე მეტი.

იტალია – 213,013 დადასტურებული შემთხვევიდან, ვირუსს 29,315 ადამიანი ემსხვერპლა.

დიდ ბრიტანეთში 194,990 ინფიცირებულიდან, ასევე 29 ათასზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში 693 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა.

საფრანგეთი, სადაც 170 ათასზე მეტი ინფიცირებულიდან კორონავირუსმა სულ 25,531 ადამიანი იმსხვერპლა.

ინფიცირების ოფიციალური მაჩვენებელი ასევე მაღალია  გერმანიაში, რუსეთში, თურქეთსა და ბრაზილიაში. თუმცა, ამ ქვეყნებში, წინა ქვეყნებთან შედარებით, გარდაცვალების შემთხვევები საგრძნობლად დაბალია.

რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი მონაცემებით, 604 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. ამათგან, 240 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაცვალების შემთხვევა კი 9 არის დაფიქსირებული.

ამ დროისათვის სხვადასხვა საკარანტინე ზონაში 4919 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ – 497.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button