30 ქვეყნის მონაცემებით, კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსი დაინფიცირდა, 260-ზე მეტი ექთანი კი, დაიღუპა

მსოფლიოს 30 ქვეყანაში კორონავირუსით 90 ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული, 260-ზე მეტი ექთანი კი, გარდაიცვალა. ამის შესახებ ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი. აღნიშნული საბჭო 30 ქვეყნის ექთანთა ეროვნულ ასოციაციას აერთიანებს და მიღებული რიცხვებიც მხოლოდ 30 ქვეყნის მონაცემების შედეგია.

„ათასობით ექთანი დაინფიცირდა „კოვიდ-19“-ით და ასობით უკვე გარდაიცვალა, თუმცა მთავრობები ვერ ასახელებენ ზუსტ რაოდენობას, რადგან მონაცემებს არ აგროვებენ. ზუსტი მონაცემების არარსებობა იწვევს ექთნებს შორის ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლის არასათანადო შეფასებას“, – ნათქვამია ექთანთა საერთაშორისო საბჭოს განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, აწარმოონ ზუსტი აღრიცხვა და მიაწოდონ მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button