ხაშურის აგრარული ბაზარი დღეს დილიდან გაიხსნა

ხაშურში აგრარული ბაზარი დღეს  გაიხსნა. მოვაჭრეები დახლებთან დისტანციის დაცვით დგანან,  დილიდან მომხმარებლებს  ბაზარში შესვლამდე სიცხეს უზომავენ და ანტისეპტიკური სითხით უმუშავებენ ხელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ინტენსიურად ჩატარდება სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია. მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით შეძლებენ. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

ბაზარი ამ ეტაპზე სრულად დატვირთული არ არის.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button