ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს – ლევან რატიანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ექვსი პაციენტი ეწერება, კიდევ 10-მა კი შესაძლოა, კლინიკა უახლოეს მომავალში დატოვოს.

კლინიკის ხელმძღვანელ ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას ბოლო 24 საათში ახალი პაციენტები არ ჰყოლია.

მისივე თქმით, იმედი აქვს, ასე გაგრძელდება და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე კვირაში კორონავირუსთან ბრძოლას მოიგებს.

„დღეს კლინიკიდან ეწერება ექვსი გამოჯანმრთელებული პაციენტი. მიღებული გვაქვს 10 პაციენტის პირველადი პასუხი. იმედია, ათივესთან მოვა განმეორებით უარყოფითი და დღის ბოლოს კიდევ ათი პაციენტი დატოვებს კლინიკას. გვყავს ორი ორსული ქალბატონი, რომელთანაც დადასტურებულია კორონავირუსი, ორივე ამ ეტაპზე სტაბილურია. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში კოვიდინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს“, – განაცხადა რატიანმა

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button