თუშეთის გზაზე ზვავის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის პოვნა ვერ მოხერხდა – სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება

თუშეთის გზის 36-ე კილომეტრზე გზის გაწმენდითი სამუშაოების დროს დღეს ზვავი ჩამოწვა და ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა.

მაშველებმა ზვავიდან  55 წლამდე მამაკაცი გამოიყვანეს, რომელიც თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. მას ფეხი აქვს მოტეხილი.

რაც შეეხება მეორე მამაკაცს მისი პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო ღონისძიებები დროებით შეწყდა.  62 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან ისევ განახლდება.

შემთხვევის ადგილზე ხუთი სამაშველო ეკიპაჟი იმყოფებოდა, როგორც კახეთის სამმართველოდან, ასევე თბილისის სწრაფი რეაგირების ჯგუფიდან.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button