თითქმის ორთვიანი კარანტინის შემდეგ ევროპული ქვეყნები შეზღუდვების ეტაპობრივ შერბილებას იწყებენ

თითქმის ორთვიანი კარანტინის შემდეგ ევროპული ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივ შერბილებას იწყებენ. კერძოდ, 4 მაისიდან ბელგიაში, უნგრეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში შეზღუდვების შერბილების პროცესი იწყება.

ესპანეთში 4 მაისიდან მცირე სასურსათო მაღაზიები და საპარიკმახეროები გაიხსნება, რომლებიც კლიენტებს წინასწარი ჩაწერით მიიღებენ. ბარები და რესტორნები გატანის რეჟიმში გაიხსნებიან. კანარისა და ბალეარის კუნძულებზე 4 მაისიდან გაიხსნება მაღაზიები, მუზეუმები და ტერასას ტიპის რესტორნები. საზოგადოებრივ ტრანსპორტში კი პირბადეების ტარება სავალდებულო გახდება.

გერმანიაში 4 მაისიდან გაიხსნება საპარიკმახეროები, რელიგიური დაწესებულებები, მუზეუმები. რიგ რეგიონში სკოლების ეტაპობრივი გახსნა დაიწყება. სპორტული დარბაზები, ბარები და რესტორნები კი დახურული რჩება.

ბელგიაში 4 მაისიდან რიგი საზოგადოებრივი უწყება მუშაობას განაახლებს. სავაჭრო დაწესებულებების უმეტესობა მუშაობას 11 მაისიდან განაახლებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადეების ტარება კი სავალდებულო ხდება.

პორტუგალიაში 4 მაისიდან წიგნის მაღაზიები, ავტოსალონები და მაღაზიები, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება, მუშაობას განაახლებენ. საპარიკმახეროებსა და სილამაზის სალონებში მისვლა წინასწარი ჩაწერით იქნება შესაძლებელი. ამავდროულად, სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება.

პოლონეთში 4 მაისიდან სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, მუზეუმები და ბიბლიოთეკები განაახლებენ მუშაობას.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button