მეუფე იობი, ყინწვისში მომხდარ დაპირისპირებაზე: “ნასვამობამ არც ერის კაცი იცის და არც სასულიერო პირი”

დღეს მეუფე იობმა, ყინწვისის მონასტერში მომხდარ დანაშაულზე  ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მიტროპოლიტმა სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება უარყო და განაცხადა, რომ უთანხმოება საერო პირებს შორის მოხდა, ხოლო იარაღი მამა დავითმა, საბა ჟღენტის ავტომობილის მისამართით კი არა, მხოლოდ შესაშინებლად , ჰაერში გაისროლა.

„არაფერი არ მომხდარა, გასროლა მოხდა ნასვამ მდგომარეობაში, მეტი არაფერი. არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები ხშირი, საერთოდ არ ყოფილა მსგავსი. თქვენ ისიც თქვით, თითქოს მონასტერში მოხდა, მონასტერში არ მომხდარა ასეთი რამ, არც ეპარქიაში. შელაპარაკება იყო, მაგრამ მათ შორის არ იყო. ერისკაცებს შორის მოხდა ჩხუბი, მეტი არაფერი.

ნასვამ მდგომარეობაში ადამიანს განსჯის უნარი არ აქვს. სასულიერო პირები ერთმანეთს არ დაპირისპირებიან, მამა საბამაც გააკეთა განცხადება ამასთან დაკავშირებით და მამა დავითიც ალბათ, იტყვის როცა გამოვა. ის იარაღს არ ატარებდა. როგორც ერის ადამიანებში არსებობს, რომ სვამენ, ასევე სასულიერო პირებშიც არის, პირველად ხომ არ გესმით ეს. ყველაზე მკაცრად ვექცეოდი მამა დავითს, თუ გადახედავთ, ყველაზე მეტი აკრძალვები აქვს“, – განაცხადა მეუფე იობმა.

მიტროპოლიტის აზრით, საპატრიარქოს მისთვის უფლებამოსილების შეჩერების მიზეზი არ აქვს, რადგან მას არაფერი დაუშავებია.

„რისთვის უნდა შემიჩერონ უფლებამოსილება, მე რა დავაშავე, რას ვმფარველობ, არავითარ შემთხვევაში არანაირი მფარველობა არ მაქვს არავისთან. ნასვამობამ არც ერის კაცი იცის და არც სასულიერო პირი. როცა სვამს ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა, სასულიერო პირია, თუ ერის კაცია. იშვიათად სვამდა“, – განაცხადა მეუფე იობმა.

პროკურატურამ ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალდება 28 აპრილს წარუდგინა.  გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლა.

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს დავით (კობა) კობაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. მას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button