სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები და მედიკოსთა ჯგუფები შევიდნენ

სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგები და მედიკოსთა ჯგუფები, რამდენიმე საათია კორონავირუსით დაინფიცირებულთა კონტაქტებს იკვლევენ. დადასტურებული კონტაქტებიდან ბიოლოგიური ნიმუშების აღება ხვალ არის დაგეგმილი.

ეპიდემიოლოგების გარდა, სოფელ მუშევანში ასევე იმყოფებოდნენ ქალაქის მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

„ვიყავით სოფელში მედიკოსებთან ერთად. შესვლის მიზანი იყო, რომ მოგვემზადებინა, მოსახლეობისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით, რომ უნდა შევიდნენ მედიკოსთა ჯგუფები და მოხდება ბიოლოგიური ნიმუშების აღება. სავარაუდოდ ხვალისთვის გვეცოდინება, თუ რამდენი ჯგუფი დაემატება ლუგარის კვლევითი ცენტრიდან ჩვენს მედიკოსებს, რომლებიც ახლა კონტაქტების დადგენაზე მუშაობენ.
მოსახლეობის ნაწილს შევხვდით დღესაც და საინფორმაციო კამპანია გავაგრძელეთ. ვფიქრობ, რომ თითოეული მათგანისთვის მკაფიოდ არის გაცნობიერებული, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სოფელში მედიკოსების მუშაობას. არანაირი შეფერხება არ ჰქონიათ, უკვე ორი საათია, გაშლილები არიან და ახლო კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ“, – განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button