საქართველოში კორონავირუსით მეცხრე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 60 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ეს ქვეყანაში, ბოლო სამი დღის განმავლობაში მესამე გარდაცვლებაა. ამ დროისთვის  ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალ ვირუსს სულ 9 პაციენტი შეეწირა.

როგორც ლევან რატიანმა განაცხადა გარდაცვლილს გარდაცვლილს მძიმე ქრონიკული პათოლოგიები ჰქონდა.

„ეს არის ქალბატონი დაახლოებით 60 წლის ასაკის. ანამნეზი დატვირთული ქრონიკული პათოლოგიებით. ქალბატონი იყო ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცით,  იყო კოვიდინფიცირების შედეგად განვითარებული ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რეპირატორული დისტრეს სინდრომი.

პაციენტი ჯერ მოთავსდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ვინაიდან ვერ იმართა სუნთქვის უკმარისობა, პაციენტი გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი. რამდენიმე წუთის წინ დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button