სავარაუდო თვითმკვლელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში – ალუდა ზვიდაურს ერთი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული

42 წლის ალუდა ზვიადაურის ცხედარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, გუშინ დილით თანამშრომლებმა ნახეს. გარდაცვლილს ერთი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევის ადგილზე იპოვეს რუსული წარმოების იარაღიც, საიდანაც სავარაუდოდ გასროლა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სუს-ის თანამშრომელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

რა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გარდაცვლილი, ამ ინფორმაციას უწყება ოფიციალურად არ ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, მან გასროლა საკუთარი იარაღიდან მოახდინა. Newsplus.ge წყაროზე დაყრდნობით ასევე ცნობილია, რომ გარდაცვლილი წლების წინ სპეცრაზმელი იყო და წოდებაც ჰქონდა. გარდაცვლილი, რომ ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა ამას მისი მეუღლეც ადასტურებს.

რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მოტივი, საუბარი უჭირთ მის ახლობლებს. მათი ინფორმაციით, ალუდა ზვიადაურმა მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 წლის წინ დაიწყო.

ალუდა ზვიადაურის ცხედარი ექპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა არ არის გამორიცხული გამოძიების ეტაპზე მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button