გორში “კოვიდ-19” კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა, ის ინფიცირებული ექთნის კონტაქტია

გორის მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების წყარო გორის სამხედრო ჰოსპიტლის მედდის კონტაქტია.

“გუშინ დადასტურებული შემთხვევის დედამთილია, ცნობილი არის წყარო. 23 ნიმუშიდან ყველა არის უარყოფითი. დაუდასტურდა მხოლოდ ერთს. გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, თერმოსკრინინგიც და ზედამხედველობაც დამყარებულია, იზოლაციაში არის ყველა აბსოლუტურად,” – აცხადებს გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მარინა გიუნაშვილი.

გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 23 ნიმუშიდან დადებითი პასუხი მხოლოდ ერთზე მოვიდა. ამ დროისათვის თვითიზოლაციაში 105 ადამიანი იმყოფება.

გორის კლასტერი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სამხედრო ჰოსპიტალში”კოვიდ-19″ ერთ-ერთ მედდას დაუდასტურდა. ამჟამად მედიკოსები ეპიდემიოლოგიურ სურათს აკვირდებიან.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევებს, ამ დროისათვის 80-მდე მედიკოსია კორონავირუსით დაავადებული

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button