ინფიცირების პირველი შემთხვევა კახეთში – კორონავირუსი სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა

კახეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დღეს გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს დაუდასტურდა.

ყვარლის საავადმყოფოს მთავარი ექიმის, ტელმან ხვედელიძის განცხადებით, ინფიცირებული 50 წლამდე ქალი სასწრაფოს დახმარების ექიმად მუშაობს და ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა.

ექიმის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, ქალს რისკჯგუფის მქონე ადამიანებთან კონტაქტი არ ქონია. პრევენციის მიზნით, მედიკოსების გამოკვლევის დროს კორონავირუსი მას „პისიარ“ ტესტით გამოუვლინდა.

ეპიდემიოლოგები ადგილზე იმყოფებიან და ინფიცირებული ექიმის კონტაქტებს იკვლევენ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button