თბილისში, კონიაკის დასახლებაში 58 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს

თბილისში, კონიაკის დასახლებაში 58 წლამდე ასაკის კაცი დაჭრეს. მეზობლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული – ინფორმაციას შსს ადასტურებს.

უწყების ინფორმაციით, პირი, რომელმაც მეზობელი დაჭრა – დაკავებულია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button