
საქართველოში “კოვიდ-19”-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ახალი კორონავირუსით მეშვიდე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 566 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 207 პაციენტი.