”ორ წლიანი პაუზის შემდეგ ისევ აქტიურ ჟურნალისტიკაში დაბრუნება”

ჟურნალისტი ხვიჩა მამულაძე, რომელიც ორწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ჟურნალისტიკას დაუბრუნდა, ”newsplus.ge” შეკითხვებს  პასუხობს.

__  ორი წლის წინ ვხედავდით, რომ აქტიურად იყავით ჩართული ჟურნალისტიკაში მაგრამ შემდეგ გაქრით სად წახვედით და რისთვის?

_ კი მართალია ორი წლის წინ ჟურნალისტიკაში აქტიურად ვიყავი ჩართული დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ სააგენტოში რეგიონში, აქტიური მუშაობა, შემდეგ სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ დაიხურა რეგიონში ეს სააგენტო  მაგრამ, დახურვიდან რამდენიმე თვეში ცენტრალურ სააგენტოში თბილისში გადავედი, საიდანაც რეგიონული კორესპოდენტი ვიყავი და რეგიონიდან ვაწვდიდი ამბებს.

__ მაგრამ როგორც ვიცით აქედანაც მოგიწიათ წასვლა რატომ?

_ იმიტომ, რომ მოხდა ისე, რომ პარალერულად რეგიონის ერთ-ერთ ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა რომელიც ახალი იყო და მომიწია სააგენტოდან წასვლა რადგან ტელევიზიაში ძალიან ბევრი საქმე იყო და მინდოდა ტელევიიზითვის მაქსიმუმი გამეკეთებინა, ვაკეთებდი კიდეც დროს და ენერგიას არ ვზოგავდი, რომ ერთ-ერთი რეიტინგული ტელევიზია ვყოფიყივავით რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

__ როგორ ფიქრობთ თქვენი მისვლის შემდეგ ტელევიზია წინ წავიდა?

_ დროს და ენერგიას არ ვზოგავდი ამაში სხვებიც დაგეთანხმებიანთ, ჩემთვის მთავარი თავისუფლება იყო რადგან თავიდან ამის გარანტია მქონდა, რომ ვიქნებოდი თავისუფალი სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ ჩემს საქმიანობაში ხდებოდა ჩარევები რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება და ტელევიიზის დატოვება. ვფიქრობ, სადაც არ ხარ თავისუფალი და უხეშად ერევიან ჟურნალისტის საქმიანობაში უნდა წახვიდე და მეც ასე მოვიქეცი.

__ შემდეგ სად წახვედით, სად გაგრძელდა თქვენი საქმიანობა ?

_ სამწუხაროდ მომიწია საქართველოდან წასვლა. მივიღე შემოთავაზება თურქეთიდან კერძოდ სტამბულიდან ერთ-ერთ სასტუმროში და მეც დავთანხმდი და დავტოვე ქვეყანა. ვმუშაობდი სხვა სპეციალობით თან მენატრებოდა ჩემი საქმე ჟურნალისტიკა, მაგრამ, იმ მომენტისთვის დროებით წასვლა იყო საჭირო.

__ თქვენ ამბობთ, რომ იმ მომენტისთვის ეს საჭირო იყო ახლა ისევ დაბრუნდით ჟურნალისტიკაში, რა არის დაბრუბის მიზეზი?

_ დაბრუნების მთავარი მიზეზი, ჩემი ქვეყნის მოსახლეობის სიყვარულია და ჩემი საქმის ჟურნალისტიკის სიყვარული, მე თურქეთში ვხედავდი უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ძალიან ცუდ დღეში არიან და მათ ვერავინ ვერ ეხმარება, ჩვენი სახელმწიფოს არც კი აქვს ამის შესახებ ალბათ ინფორმაცია და არაფერს არ აკეთებს მათ დასახმარებლად. მივხდი, რომ ამ ხალხს დახმარება სჭირდება, სჭირდება ის ვინც ხელისუფლებასთან იქნება უშუალოდ კომუნიკაციაში და მათ დახმარებაზე იზრუნებს, ეს ძალა ხომ ჩვენ ვართ ჟურნალისტები.

__ ახლა სად მუშაობთ?

_ ახლა ერთ-ერთ რეიტინგულ მედია ჰოლდინგში ვმუშაობ ქრონიკა+ ში სადაც სრულიად თავისუფლად ვგრძნობ თავს, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, მინდა თქვენი მეშვეობით ამ მედიაჰოლდინგის ხელმძღვანელ, ქალბატონ ელისო კილაძეს გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ მომცა შანსი ჩემს საქმიანობაში, ჟურნალისტიკაში დავბრუნებულიყავი და მეკეთებინა საქმე რაც ყველაზე ძალიან მეტად მიყვარს.

ავტორი: თიკო შუშანაშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button