ნათია თურნავამ ბანკების ხელმძღვანელ პირებთან ონლაინშეხვედრაზე საკრედიტო-საგარანტიო სქემა განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ონლაინშეხვედრა საქართველოს ბანკების ხელმძღვანელ პირებთან გამართა და მათთან ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულება, საკრედიტო – საგარანტიო სქემა განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, აღნიშნული სქემის განსახორციელებლად განსაზღვრულია 300 მლნ ლარის გამოყოფა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საკრედიტო-საგარანტიო სქემა უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მეწარმეების დახმარებისთვის.

საბანკო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ეს და ბიზნესის სტიმულირების სხვა მიმართულებები ხელს შეუწყობს ქვეყანას, უფრო სწრაფად გამოვიდეს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი 15 ბანკის, ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გია კაკაურიძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკური საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო განაგრძობს შეხვედრებს ბანკებთან განახლებული საკრედიტო-საგარანტიო სქემის დეტალების განხილვის მიზნით.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button