
“კოვიდ-19”-ით კიდევ ერთი ექიმი დაინფიცირდა – პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კარანტინი გამოცხადდა
ლევან რატიანის კლინიკაში ერთ-ერთი მედიკოსის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაადასტურა. რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში მუშაობს.
არსებული ინფორმაციით, კარანტინის გამოცხადების მიზეზი ერთ-ერთი ექიმი-გინეკოლოგის კორონავირუსით დაინფიცირება გახდა.