“ახალი კვლევის შედეგებით გამოჩნდა, რომ კორონავირუსმა შესაძლოა დატოვოს კვალი გრძელვადიან პესრპექტივაში”-თენგიზ ცერცვაძე

თავიდან ვფიქრობდით, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივი ვირუსული პნევმონია იყო და მთავარია, ავადმყოფი არ დაგეღუპოს და თუ გადარჩება, ის აბსოლუტურად გაჯანმრთელებული იქნება. ახლა კი კვლევის შედეგებით გამოჩნდა, რომ ამ დაავადებამ შესაძლოა დატოვოს კვალი გრძელვადიან პესრპექტივაში, თუმცა ეს ჯერ დამტკიცებული არ არის, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

როგორც თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, საუბარია სასუნთქ სისტემაზე და არა მხოლოდ. მან შეიძლება გავლენა სხვა ორგანოებზეც იქონიოს.

“თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ კვლევის პირველი შედეგები და ვარაუდებია,” – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button