გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას “კოვიდ-19” დაუდასტურდა

სამხედრო ჰოსპიტალმა ინფიცირებული თანამშრომლის შესახებ, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გაავრცელა.

„გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19.

ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.

აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა“, – აღნიშნულია გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინფორმაციაში.

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button