ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის საქმეზე გორის რაიონული სასამრთლო დღეს იმსჯელებს

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის საქმეს, გორის რაიონული სასამართლოს  მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი დღეს განიხილავს. გამკაცრებული ზომებიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი ონლაინ რეჟიმში წარიმართება.

სასამართლო სასულიერო პირს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. პროკურატურა ბრალდებულის  აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს.  მისი ადვოკატის – ალექსანდრე კობაიძის განცხადებით კი, საქმეში წინამძღვრის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს.

შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა წინამძღვარმა “გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.”

შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება აღდგომის ღამეს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს რუის-ურბნისის მიტროპოლიტი მეუფე იობიც ესწრებოდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულ წინამძღვარს 8-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება თავად მიტროპოლიტ იობს, რომელიც აღნიშნულ დანაშაულს მალავდა,  ზნეობრივი კომისიის შემადგენლობა საკითს უახლოეს დღეებში შეისწავლის და სინოდის წევრების განცხადებით გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

 

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button