საქართველოში კორონავირუსისგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 178 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 517 ადამიანს დაუდასტურდა, 6 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button