ავღანეთში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

„როიტერის“ ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმკვლელმა ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მშვიდობიან მოსახლეობაში აამოქმედა.

ინციდენტი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან 11 კილომეტრში მდებარე ჩარ ასიაბის რაიონში მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

აღსანიშნავია, რომ აფეთქება მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვეში მოხდა.

თეგები
მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button