მკვლევარების პროგნოზით, საქართველოში პანდემია 2020 წლის ივლისში უნდა დასრულდეს

სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის (SUTD) მკვლევრებმა, სხვადასხვა ქვეყნებში არსებული  ეპიდემიოლოგიური ვითარების საფუძველზე, კორონავირუსის პანდემიის დასრულების ვადები გამოთვალეს.

კვლევაში ასახულია მონაცემები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რაც შეეხება საქართველოს, https://ddi.sutd.edu.sg/#gallery_2-31 -ის კვლევის მიხედვით,  99%-იანი ალბათობით, ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 25 ივნისს დასრულდება.

რაც შეეხება 100%-იან პროგნოზს, ამ პროგნოზის მიხედვით, საქართველოში პანდემია 2020 წლის ივლისში უნდა დამთავრდეს.

საიტზე ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული კვლევა საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიზნებისთვის არის გათვლილი და შესაძლოა მცირე ცდომილებას შეიცავდეს.

ასევე განმარტებულია, რომ მონაცემებს სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, „ზედმეტი ოპტიმიზმი საშიშია“,- აღნიშნულია შენიშვნაში.

28 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში ახალი ვირუსის 511 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 156 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაიცვალა – 6.

ავტორი – მაიკო ძლიერიშვილი

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button