საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ცინარიძე, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს

საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ყოფილი მოადგილე დავით ცინარიძე, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ცინარიძემ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.

დავით ცინარიძე  ფართო საზოგადოებამ 2015 წელს გავრცელებული ვიდეოკადრებიდან გაიცნო, სადაც მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელი დირექტორის დავით ცინარიძის და მისი მოადგილის გიორგი (გოგა) ჭანტურიას სახელების გამოყენებით პატრულზე ზეწოლას ახორციელებდა.

ამ ინცინდენტის შემდეგ, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ 2015 წელს გაავრცელა, დავით ცინარიძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, თუმცა შსს-ს სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობა განაგრძო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button