
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 168 – მდე გაიზარდა. ინფორმაცია https://stopcov.ge/– ზეა ასახული.
დღეს დილით, ინფიცირებულთა რაოდენობა 15 პაციენტით გაიზარდა და დღის ბოლოსთვის ამ მხრივ მონაცემები არ შეცვლილა.
ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 6 ადამიანია გარდაცვლილი.
ამ დროისთვის, საკარანტინე ზონაში 5124 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში ექიმების დაკვირვების ქვეშ – 538.