მოხუცთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებული, ტესტირებაში ჩაერთვებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საუბარია მოხუცებულთა თავშესაფრებზე და ისეთ სათემო პანსიონატებზე, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები.

„გვქონდა შეხვედრა ჩვენს კლინიკურ ჯგუფთან და ყველა იმ კლინიკის ხელმძღვანელთან, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არის ჩართული კოვიდინფექციის მართვაში. განვიხილეთ დეტალები, თუ რა შედეგი აქვთ და რა პრობლემებს აწყდებიან როგორც პაციენტების მართვის, მკურნალობის პერიოდში, ასევე საწოლ ფონდთან მიმართებაში. განვიხილავთ ამ წუთებშიც, თუ ვინ იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც იქნება ჩართული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. ამ შემთხვევაში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მაჩვენე მეტი

სხვა სტატიები

Back to top button